Airmax
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

კომპანია დაარსდა 2012 წლის 8 აგვისტოს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ინჟინრის მიერ, რომლის სურვილი და მიზანი იყო, საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება და ამ პროცესში სხვა ადამიანების ჩართვა და დასაქმება. „აირმაქსი“ აწარმოებს შენობის ელექტრომექანიკურ სამუშაოებს, მათ შორის, გათბობა- ვენტილაცია -კონდიცირების სისტემების, პროექტირება, მონტაჟს და გაშვების სამუშაოებს.

დაარსებიდან კომპანიამ უმთავრეს ფასეულობად დაისახა ხარისხის მაღალი სტანდარტი, მაგრამ კონკურენტულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად აირმაქსს ასევე სჭირდებოდა შეღავათიანი ფასები. ამ რთული ამოცანის ამოსახსნელად კომპანიამ მიმართა სამ ძირითად მეთოდს - ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და თავის პრაქტიკაში მათი დანერგვა, სანდო უცხოელი მომწოდებლების მოძიება და მათთან მრავალწლიანი თანამშრომლობის დამყარება და სამუშაოდ მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალების მოწვევა. 

შედეგად ჩამოყალიბდა ექსპერტი ინჟინრების, მენეჯერებისა და სამონტაჟო სპეციალისტების ჯგუფი, რომელმაც სამუშაოს მაღალ ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და დროულად შესრულების შედეგად, მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რამაც კომპანიას, ბოლო პერიოდში, კოლოსალური ზრდის საშუალება მისცა.

შ.პ.ს „აირმაქსში“ დღემდე აგრძელებს სტაბილურად ზრდას, ჩვენ გვჯერა რომ კომპანიისათვის უმთავრესია არ მოექცეს ჩარჩოებში და შეინარჩუნოს თავისი უნიკალურობა. ეს შეხედულება გვაძლევს იმ ინოვაციურ ხედვას და მოქნილობას, რაც აუცილებელია ყველაზე რთული და არასტანდარტული დავალებების შესრულებისათვის

ჩვენი გუნდის წევრები

ალექსანდრე კვირკველია
დამფუძნებელი/მმართველი პარტნიორი
ბუთხუზი კვირკველია
დამფუძნებელი/დირექტორი
დავით ბელიაშვილი
მთავარი პროექტ მენეჯერი
ირაკლი მიმინოშვილი
პროექტის მთავარი ტექნიკური მენეჯერი