Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

ცენტრალური გათბობის სისტემის ძირითადი უპირატესობები

2022-09-30

ხშირად ისმის კითხვა რა უპირატესობები აქვს ცენტრალური გათბობის სისტემას სხვა გათბობის საშუალებებთან შედარებით და რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად წარმოგიდგენთ იმ ძირითად უპირატესობებს და სარგებელს, რომლსაც გათბობის ცენტრალური სისტემა გთავაზობთ:

1. კომფორტი 

არავის უყვარს ცივ ადგილას დიდხანს ყოფნა. მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ელექტრო გამაცხელებელი ან კონდიციონერი, მაინც მოგიწევთ დიდხანს ლოდინი, სივრცის სრულად გასათბობად. ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრაში ცენტრალური გათბობა დაგეხმარებათ, რადგან შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში შენობაში ერთი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. ჭკვიანი თერმოსტატები და სხვა თანამედროვე ფუნქციები საშუალებას გაძლევთ დააყენოთ კონკრეტული ტემპერატურა თითოეული ოთახისთვის და ნებისმიერ დროს ავტომატურად შეამციროთ ან გაზარდოთ ის.

2. ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა

ცენტრალური გათბობის სისტემები სტაბილურად ინარჩუნებს თქვენს მიერ შერჩეულ ტემპერატურას მთელს სახლში. ეს ხელს უწყობს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების თავიდან აცილებას, როგორიცაა ასთმა, ჰიპოთერმია, ბრონქიტი, ინსულტი და გულის შეტევაც კი. ასევე ამ სისტემის მეშვეობით მცირდება კონდენსაცია, რაც თქვენ სივრცეში ობისა და ჭუჭყის გაჩენის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

3. ეკოლოგიურობა

დღევანდელი ცენტრალური სისტემები გამოყოფენ გაცილებით ნაკლებ ნახშირორჟანგს და მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სხვა ტიპის გათბობის საშუალებები. ეს განსაკუთრებით ეხება გეოთერმული გათბობის სისტემებს, რომლებიც შენობის გასათბობად დედამიწის ბუნებრივ სითბოს იყენებენ.

4. ნაკლები გადასახადი

თანამედროვე ცენტრალური გათბობის სისტემები ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე სხვა მსგავსი სისტემები. ეს უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში შემცირებულ კომუნალურ გადასახადებს. რაც საშუალება გეძლევათ ამოიღოთ თქვენი გათბობის სისტემის ინსტალაციის ღირებულების ნაწილი ან სრული თანხა ერთი წლის განმავლობაში.