Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

რატომ არის საჭირო შენობაში დრენაჟის სისტემა?

2022-08-30

შენობა არ არის მხოლოდ კედლების, ავეჯის და დეკორის ერთობლიობა, რომელიც თვალში მარტივად გხვდებათ. ის ფარული სისტემების და ელემენტების ნაზავია, რომელიც საცხოვრებლად საჭირო ფუნქციებს გთავაზობთ. სწორედ ასეთ სისტემებს მიეკუთვნება დრენაჟის სისტემა - რომელიც მშენებლობის საწყისი ეტაპიდან უნდა გაითვალისწინოთ, რადგან ის ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს.

რა არის სადრენაჟო სისტემა?

სადრენაჟო სისტემა არის სტრუქტურა ან სტრუქტურების ქსელი, რომელიც ტერიტორიას წყლისგან ათავისუფლებს. სადრენაჟე სისტემები, როგორც წესი, შედგება მილების, გვირაბების, თხრილებისა და კამერებისგან, რომელსაც ხშირად აქვს შემაკავებელი აუზები, რათა შეანელონ მომდინარი წყალის დინება. ამ სტრუქტურის დახმარებით ხანგრძლივი წვიმისა და ქარიშხლისას წყლის დიდი რაოდენობით გამოიყოფა ფერხდება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობის შესაძლო შემთხვევებს ამცირებს. სისტემის გამართულად მუშაობისას ზედმეტი წყალი ჩაედინება ადგილობრივ კანალიზაციაში ან ჩამდინარე წყლების გამწმენდ ობიექტში, სადაც მისი დამუშავება და უსაფრთხოდ გაშვებაა შესაძლებელი.

რატომ სჭირდება შენობას კარგი სადრენაჟე სისტემა?

კარგად შემუშავებული სადრენაჟო სისტემა აუცილებელია შენობიდან ზედმეტი წყლის მოსაშორებლად და წყალთან დაკავშირებულ დაზიანებებს თავიდან ასაცილებლად. ასევე სადრენაჟე სისტემა ტერიტორიას უნარჩუნებს სიმშრალეს, რაც კონკრეტულ ტერიტორიაზე სამუშაოდ და საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს ქმნის. წარმოგიდგენთ ფაქტორებს, თუ რატომაა საჭირო კარგი დრენაჟის სისტემა:

  •შენობას უნარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობას - ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გარდა, დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს შენობას - დააზიანოს კედლები, იატაკი, ჭერი, და საძირკველი. ასევე გამოიწვიოს ბზარები და სტრუქტურული დაზიანება საძირკველზე;

  •მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და ჯანმრთელობისთვის - ჩამდინარე წყალმა და კანალიზაციამ შეიძლება დააბინძუროს წყალმომარაგება. ასევე გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადების გავრცელება. კარგი დრენაჟის სისტემის დახმარებით შესაძლოა მოხდეს კონდენსაცია, რაც ხელს უშლის ობის წარმოქმნას. ასევე არ ხდება ტენიანობის წარმოქმნა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მტვრის ტკიპების და ბაქტერიების განვითარებას;

  •ენერგოეფექტურობა - სათანადო სადრენაჟო სისტემა ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, რადგან არ ხდება კედლებზე, იატაკზე და ჭერზე წყლის დაგროვება. შესაბამისად სახურავზე არ წარმოიქმნება თოვლის სქელი ფენა, რაც იწვევს შენობის სახურავის დაზიანებას, სითბოს დაკარგვას;

  •იცავს ლანდშაფს - სადრენაჟე სისტემის მეშვეობით შესაძლოა თავიდან აიცილოთ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რაც დაზოგავს გამწვანების სამუშაოების განახლების და ხელახლა გაკეთების ხარჯებს.