Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

რა არის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა?

2022-07-28

ხანძრის პრევენციის განხორციელება საზოგადოებისთვის ღია დაწესებულებებში, კომერციულ და სამრეწველო ობიექტებში მხოლოდ კანონიერი ვალდებულება არ არის, ეს ადამიანების მიმართ მორალური პასუხისმგებლობაცაა, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება უზრუნველყოფს როგორც მათი სიცოცხლის უსაფრთხოებას, ასევე ის იცავს ქონებას დაზიანებისგან. 

რა არის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა?
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არის ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად შექმნილი პროდუქტების ერთობლიობა. მის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ სახანძრო სატუმბე სადგურები და სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარები, რომელიც კონკრეტული ნივთიერების გამოყენებით ხანძრის ავტომატურად ჩაქრობის მიზნითაა შექმნილი.

როგორ მუშაობს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა?
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაში თავმოყრილია სხვადასხვა ჩაშენებული ელემენტები, რომლებიც ხანძარს საწყის ეტაპზე მრავალი გამაფრთხილებელი ნიშნით აღმოაჩენს, როგორიცაა სიცხე და კვამლი. ეს ელემენტები დაკავშირებულია განგაშის სისტემასთან, რომელიც საგანგაშო სიტუაციის აღმოჩენისთანავე, აუდიო-ვიდეო შეტყობინებით აფრთხილებს ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რათა დაუყოვნებლივ მიიღონ უსაფრთხოების ზომები.

 ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი
მომხმარებელთან შეხვედრის და სივრცეზე მორგებული ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემის შემდეგ ხდება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შერჩევა, დიზაინის შექმნა და მათი მონტაჟი. როგორც წესი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებისთვის საჭირო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სივრცის განშლაზე, დასამონტაჟებელი ერთეულებს და თავად სისტემაზე.

ექსპლუატაციაში გაშვება და შემოწმება
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების შემდეგ საბოლოო ნაბიჯი არის სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება, რაც გულისხმობს ყველა კომპონენტის ტესტირებას და სისტემის გააქტიურებას. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების დასრულების შემდეგ, საჭიროა ჩატარდეს რეგულარული შემოწმება, რათა დარწმუნდეთ  სისტემის გამართულ მუშაობაში.