როგორ პროექტირდება და მონტაჟდება კონდიცირების სისტემა?
2022-06-30კონდიცირების სისტემის პროექტირება ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი სამუშაო მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ხანგრძლივი და რთული პროცესების ერთობლიობაა. რაც განპირობებული იმით რომ ყველა შენობა განსხვავებული და ინდივიდუალურია. მაშინაც კი, როდესაც იცით, რა ტიპის სისტემა გჭირდებათ, საჭიროა შემუშავდეს ყველაზე ეფექტური, ეკონომიური და მიმზიდველი პროექტირების მეთოდი. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ ნაბიჯებს, რომლიც საჭიროა მაღალი ხარისხის კონდიცირების სისტემის შესაქმნელად.
კონდიცირების პროექტირების პროცესის ძირითადი ეტაპებია:
- ფართის დეტალური შესწავლა;
- გათბობის და გაგრილების საჭირო დატვირთვის გამოთვლა;
- საჭირო სუფთა ჰაერის რაოდენობის დადგენა;
- საჭირო სიმძლავრის მქონე მოწყობილობების იდენტიფიცირება;
- მომხმარებელთან სწორი ვარიანტების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა;
- მოწყობილობებისთვის ოპტიმალური განლაგების განსაზღვრა;
- შენობაში ჰაერსატარების და მილების განლაგება;
- სივრცეზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზების გაკეთება.
კონდიცირების სისტემების სიმძლავრე
გათბობის და გაგრილების საჭირო დატვირთვა დიდწილად სივრცის ფართობით განისაზღვრება. თუმცა, განსაკუთრებით მაღალჭერიან შენობებში, როგორიცაა ქარხანა, ან საკონცერტო დარბაზები, აუცილებელია სივრცის მოცულობის დამუშავება.
ფართობის გაზომვის გარდა, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ყველა ის ფაქტორი რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გათბობისა და გაგრილების პროცესზე. განსაკუთრებით ფანჯრების ზომა და განლაგება. ფართის დეტალური კვლევის ჩატარების შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო სიმძლავრის შემუშავება. ამის შემდეგ კი ფართის შესაფერისი სისტემის იდენტიფიცირება.
სხვადასხვა ტიპის კონდიცირების სისტემა
სივრცისთვის საჭირო სიმძლავრის მიხედვით, არსებობს რამდენიმე ტიპის კონდიცირების სისტემა, რომლებიცაა: ფრეონის სისტემა, სადაც შენობაში მონტაჟდება კონდიციონერის შიდა ბლოკი ხოლო ღია სივრცეში გარე ბლოკი. გარე ბლოკიდან შიდა ბლოკში (თბომცვლელში), სპილენძის მილებით მიედინება მაცივარაგენტი (ფრეონი). ფრეონის სისტემის თვალსაჩინო მაგალითია VRF სისტემა, რაც ნიშნავს რომ ერთ ინვერტურულ VRF გარე ბლოკს მიუერთდეს რამდენიმე შიდა ბლოკი.
წყლის (ჩილერი-ფენკოილი) სისტემა - სადაც VRF სისტემისგან განსხვავებით შენობაში მოძრაობს გაგრილებული ან შემთბარი წყალი და არა მაცივარაგენტი. შიდა ბლოკეის ფუნქციას ასრულებს ფენკოილი რომელიც შედგება თბომცვლელისგან (რადიატორი) და ვენტილატორისაგან. თბომცვლელში მიედინება ცივი ან ცხელი წყალი. თბომცვლელში შემავალი წყლის რაოდენობა კონტროლდება სამსვლიანი ან ორსვლიანი სარქველით და სპეციალური თერმოსტატით, რომელიც პულტის ფუნქციასაც ასრულებს. ფანკოილში შემავალი წყლის გასაგრილებლად გამოიყენება სამაცივრე დანადგარი - ჩილერი, რომელშიც ხდება ფრეონისა და წყლის თბური ურთიერთქმედება, მაცივარაგენტი დუღილის დროს აართმევს სითბოს შენობიდან დაბრუნებულ წყალს, ხოლო ტუმბოს საშუალებით გაგრილებული წყალი მიედინება შენობაში.
შენობისთვის სუფთა ჰაერის მისაწოდებლად გამოიყენება მოდინებით-გამწოვი (AHU) დანადგარი. იგი შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან: ვენტილატორი რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მიწოდებას და გაწოვას, თბომცვლელი (კალორიფერი), სადაც ცირკულირებს ცხელი ან ცივი წყალი, ფილტრი ჰაერის გასაწმენდად,
რეკუპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს გაწოვილ და მიწოდებულ ჰაერს შორის თბოცვლას, მართვის ავტომატიკა და ხმაურდამხშობი. იყენებენ დიდ კომერციულ ობიექტებში, მათ შორის საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და საოფისე შენობებში.
კონდიცირების დიზაინი
ადამიანები ხშირად ცდილობენ იპოვონ სისტემა, რომელიც შეესაბამება მათ შიდა დიზაინს. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ ყველაზე ოპტიმალური ერთეულები, რაც შეეხება დეტალებს, მომხმარებელს ასევე შეუძლია მოითხოვოს კონტროლის სპეციფიკური ფუნქციები და სხვადასხვა სტილის ცხაური, ასევე თვითგამწმენდი ფილტრები.
შიდა და გარე ბლოკების პოზიციონირება
მოწყობილობის და კომპონენტების შერჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია ვნახოთ რამდენად შეესაბამება სივრცეს თითოეული მათგანი. გასათვალისწინებელია უძრავი ქონების ტიპი, რადგან ყველა შენობაში არის ადგილები, სადაც მოწყობილობების დამონტაჟება შესაძლებელია და სადაც შეუძლებელია, ელექტრო გაყვანილობის, სანტექნიკის ან კედლებში გამოყენებული მასალების გამო. შიდა ბლოკების განთავსებისას უნდა დავრწმუნდეთ რომ საკმარისი სივრცეა მონტაჟისთვის. რაც შეეხება გარე ბლოკებს, უნდა განთავსდეს ფრთხილად, სახურავზე, მიწაზე ან გარე კედელზე, აუცილებელია გამოყენებულ იქნას ანტივიბრაციული სადგამები. ასევე ყველა კონდიცირების ბლოკს სჭირდება გარკვეული სივრცე სათანადო მუშაობისთვის, ამიტომ აღნიშნული სივრცე დაცული უნდა იყოს ჭუჭყისა და ნარჩენებისგან.