Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

ვენტილაცია: როგორ სუნთქავს შენობა

2022-05-30

ვენტილაცია შენობაში ინარჩუნებს სუფთა და ჯანსაღ ჰაერს. ფილტვების მსგავსად, შენობებს უნდა შეეძლოთ სუნთქვა, რათა ადამიანებმა მიიღონ სუფთა ჰაერი და შენობა განთავისუფლდეს დაბინძურებული აირებისგან.

ნაგებობის სივრცეში შეიძლება წარმოიქმნას მაღალი დონის ტენიანობა, არასასიამოვნო სუნი, მტვერი და დაგროვდეს დამაბინძურებელი აირები. სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად საჭიროა შენობაში ჰაერცვლის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადამიანებისთვის საჭირო ჟანგბადის დონის შენარჩუნებას. თითქმის ყველა შენობა აღჭურვილია ფანჯრებით და დამატებითი სტრუქტურული ელემენტებით, რომლის დახმარებით სივრცეში შემოდის სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, შენობებს  სჭირდება სპეციალური ვენტილაცია, რომელსაც შეუძლია გაფილტროს მასში წარმოქმნილი დაბინძურებული ჰაერი.

როგორ შემოდის სუფთა ჰაერი შენობაში

  • კარების და ფანჯრების, დახმარებით;
  • შენობებში არსებული მექანიკური სისტემების საშუალებით, რომლებიც ატრიალებენ ჰაერს შენობის შიგნით და გარეთ. 

რა გამოწვევების წინაშე დგებით არასწორი ვენტილაციის დროს:

  • როდესაც არ ხდება ჰაერის ცირკულაცია, შენობაში გროვდება დაბინძურებული ჰაერი;
  • სათანადო ვენტილაციის გარეშე შენობაში ნახშირბადის მონოქსიდის რაოდენობა შესაძლოა სასიკვდილო დონეს მიუახლოვდეს;
  • დაბალი ვენტილაციის მქონე შენობაში იზრდება რადონის კონცენტრაცია, რაც ჯანმრთელობის  პრობლემებს იწვევს;
  • გარეთ მაღალმა ტენიანობამ შეიძლება შიდა ჰაერი უფრო ნოტიო გახადოს, რაც ზრდის ობის გამრავლების ან ხის ლპობის პროცესს.

სავენტილაციო სისტემის უპირატესობები

სწორად დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის უპირატესობები:

  1. მინარევების კონტროლი
    შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ქალაქში და უბნებში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი  უფრო მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის ვიდრე შენობაში დაგროვებული ჰაერი, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ არ მოხდება სივრცეში ჰაერის ცირკულაცია შენობა ვერ განთავისუფლდება მასში დაგროვილი მავნებელი ნივთიერებისგან.
    კარგი ვენტილაციის სისტემის დახმარებით  შესაძლებელია შენობაში არსებული უსიამოვნო სუნის გაქრობა, ტენიანობის გამოდევნა  და  ბაქტერიების გაფილტვრა.

  2. ჰაერის რეგულირება 
    თუ  შენობაში არ არის ვენტილაციის სისტემა, თქვენ ვერ შეძლებთ სივრცეში არსებული ჰაერის ნაკადის კონტროლს. კარგი ვენტილაციის დახმარებით შესაძლოა სივრცეში არსებული ჰაერის კონტროლი და  ამით ორგანიზმისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

  3. კონდენსაციის შეჩერება
    კონდენსაციამ შეიძლება გამოიწვიოს ობის წარმოქმნა და დააჩქაროს ლპობის პროცესი, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და ეცადოთ თავიდან აირიდოთ. ნესტიანი პირობები და კონდენსაცია იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა ალერგიული რეაქციები და სუნთქვის პრობლემები. კარგი ვენტილაციის სისტემები აღნიშნულ რისკებს ამცირებენ.

  4. ტემპერატურის შემცირება 
    ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავშეყრა ჰაერის დაბინძურების პროცესს აჩქარებს, მატულობს ტემპერატურა და სივრცე არაჯანსაღი აირებით ივსება. კარგად ვენტილირებადი ოთახი კი მყისიერად ქმნის კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე და განწყობაზე დადებითად მოქმედებს.

  5. ჯანმრთელობაზე დადებითი ზემოქმედება
    სივრცის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება იწვევს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემას, მათ შორის თავის ტკივილის, ალერგიას, ასთმას, გამონაყარის და სინუსიტის. ვენტილაციის სისტემის ყველაზე დიდი პლუსი სწორედ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაა. მისი საშუალებით ხდება შენობაში ჰაერის მავნე და მომწამლავი ნივთიერებისგან გაწმენდა.