Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

როგორ შევარჩიოთ სივრცისთვის საჭორი კონდიცირების სისტემა?

2023-03-31

კონდიცირება ნიშნავს ნაგებობების შიგა ჰაერის გარემოს საჭირო კონდიციების შექმნას და ავტომატურად შენარჩუნებას. კონდიცირებაში იგულისხმება ჰაერის შემდეგი პარამეტრები - ტემპერატურა, ტენიანობა, მოძრაობის სიჩქარე, სისუფთავე, ოდორიზაცია ან დეზოდორიზაცია, აირთა და იონთა შემადგენლობა. ჰაერის კონდიცირება წარმოადგენს მაღალი კლასის სისტემას გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, რომლებიც ადრე ფუფუნების ატრიბუტად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს, გათბობის მოწყობილობებთან ერთად, თითოეული სივრცის სავალდებულო ელემენტს წარმოადგენს. კონდიცირების სისტემის მზარდი პოპულარობის გამო მისი მოთხოვნების სპექტრი სულ უფრო იზრდება. 

თანამედროვე კონდიციონერები უნივერსალურია, მათი უმრავლესობა ჰაერის გაგრილებისა და გათბობის ფუნქციებს აერთიანებს, შესაბამისად მათ განსხვავებული სიმძლავრე, დამონტაჟების ვარიანტები, ეფექტურობა აქვთ. არჩევანის ოპტიმიზაციისთვის და თქვენი სივრცისთვის სასურველი სისტემის ასარჩევად აუცილებელია გქონდეთ ინფორმაციას თუ როგორი კონდიციონერი უნდა შეარჩიოთ საოფისე და საცხოვრებელი სივრცისთვის და რა ძირითად კრიტერიუმებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

კონდიცირების სისტემა ითვალისწინებს ჰაერის:

  • გათბობას ან გაცივებას; 
  • დატენიანებას ან გაშრობას;
  • მტვრისაგან გაწმენდას;
  • იონიზაციას;
  • ოდორიზაციას ან დეზოდორიზაციას. 

შესაბამისად პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის თქვენის სასურველი დანიშნულების მიხედვით სისტემის განსაზღვრა, რომლიც იყოფა:

კომფორტული სისტემა - რომლის დანიშნულებაა ოპტიმალური სანიტარიულ- ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, სისუფთავის, მოძრაობის სიჩქარის დამყარება სათავსში და ავტომატურად შენარჩუნება;

ტექნოლოგიური სისტემა - რომლის დანიშნულებაა ჰაერის ისეთი პარამეტრების უზრუნველყოფა, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს სამრეწველო და ტექნოლოგიური პროცესების მოთხოვნებს.

თუმცა სანამ კონკრეტულ კონდიცირების სისტემას შეარცევთ რეკომენდებულია, დამატებით კრიტერიუმებს გაეცნოთ:

  • გათბობის ფუნქცია – ხელმისაწვდომია ყველა თანამედროვე მოდელში.
  • სიმძლავრე – ოპტიმალური დონის შესარჩევად რეკომენდებულია შემდეგი წესის დაცვა - 20 კვ.მ. სიდიდის ოთახში საკმარისია კონდიციონერი, რომლის სიმძლავრე 2 კილოვატია.
  • ენერგოეფექტურობა – შეარჩიეთ უმაღლესი კლასის მოდელი, რაც ენერგიის მოხმარების მინიმალურ დონეზე მიუთითებს.
  • ხმაურის დონე – ადამიანების კომფორტის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია ისეთი მოდელების შერჩევა, რომელსაც ხმაურის დაბალი დონე ახასიათებს. 
  • დისტანციური მართვის მეთოდების არსებობა.