კონდიციონერის მონტაჟი – რა უნდა გაითვალისწინოთ?
2022-12-30კონდიციონერმა უკვე დიდი ხანია საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საცხოვრებელ, საოფისე თუ საჯარო სივრცეებში. უჰაერობამ და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას, ამიტომ, კონდიციონერის მონტაჟი ეს არის ინვესტიციაა, რომელსაც არასდროს ინანებთ.
ბაზარზე კონდიციონერების საკმაოდ დიდი არჩევანია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კონდიციონერებს ბევრი ახალი ფუნქციაც დაემატათ. იმისათვის, რომ თქვენი სივრცისთვის გაგრილების სისტემა სწორად შეარჩიოთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ფართობი
კონდიციონერის ზომა და სიმძლავრე სივრცის მოცულობის მიხედვით უნდა შეირჩეს. თუ კონდიციონერის გაგრილების ეფექტი უფრო დიდი ან პატარა ზომის სივრცეზე იქნება გათვლილი ჰაერში ტენიანობის ბალანსი დაირღვევა, კონდიციონერის ჩართვა-გამორთვა კი სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ხშირად მოგიწევთ, რაც საბოლოოდ თქვენ კომუნალურ გადასახადებზე უარყოფითად აისახება.
კონდიციონერის მონტაჟის წესები
თუ გსურთ გაგრილების სისტემის გამოყენება ბევრი წლის მანძილზე შეძლოთ, აუცილებელად უნდა დაიცვათ კონდიციონერის მონტაჟის წესები. საქართველოში ყველაზე გავრცელებული გაგრილების სისტემა ორნაწილიანია:
- პირველი ნაწილი - შიდა სივრცეში, ოთახში კედელზე მონტაჟება;
- მეორე ნაწილი კი – შენობის გარეთ.
ხმაური
პირველ ეტაპზე ეს შესაძლოა საკმაოდ უმნიშვნელო ფაქტორი მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც, ხშირად, მომხმარებლის ყურადღების მიღმა რჩება. ამ ინფორმაციას კონდიციონერის ინსტრუქციაში იპოვით. იდეალურ შემთხვევაში, ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. ხმაურიანმა კონდიციონერმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ მშვიდ ძილში, მუშაობაში და სახლში თავი არაკომფორტულად იგრძნოთ.
ენერგოეფექტურობა
კონდიციონერის ენერგოეფექტურობა გავლენას ახდენს თქვენ კომუნალურ გადასახადზე. რაც უფრო ენერგოეფექტურია კონდიციონერი, თვის ბოლოს მით უფრო ნაკლები იქნება კომუნალური გადასახადი. ენერგოეფექტურობა ბევრი კონდიციონერის ინსტრუქციაში ვარსკვლავების საშუალებით აღინიშნება. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს თქვენ კონდიციონერს, მით უფრო ნაკლები ენერგია დასჭირდება ოთახის გასაგრილებლად.
ტექნიკის მოვლა - შეკეთება
კონდიციონერის მუდმივად გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელია, პერიოდულად გარკვეული დრო გამოყოთ მისი მოვლისთვის. კონდიციონერის გაწმენდით და მისი ფილტრების მტვრისგან რეგულარული გასუფთავება ელექტროენერგიის 5-10%-ს დაგიზოგავთ. ფილტრები ასუფთავებენ ჰაერს და იცავენ მას მტვრისა და სხვა ალერგენებისგან, ამიტომ მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
გაწმენდასთან ერთად, შესაძლებელია საჭირო გახდეს კონდიციონერის დატენვა, ანუ ფრეონის დამატება. კარგი იქნება თუ ამ საქმეს პროფესიონალებს ანდოთ, რადგან თუ შესაბამისი ცოდნა და ინსტრუმენტები არ გაქვთ, დიდია ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.
დამატებითი ფუნქციები
სმარტ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კონდიციონერებიც ახალ ფუნქციებს იძენენ. ბაზარზე არსებულ ბევრ კონდიციონერს აქვს არამხოლოდ გაგრილების, არამედ გათბობის სისტემაც, რაც მათ უფრო მოსახერხებელს ხდის. შესაძლებელია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს ან ჰაერის ნაკადის მართვის შესაძლებლობას გაძლევთ. ზოგიერთი მათგანი მობილური აპლიკაციით, დისტანციურად იმართება, რაც ნამდვილად დამატებითი კომფორტია. ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი კონდიციონერი, რომელიც თქვენ საჭიროებებს უპასუხებს.