
Ecoflam სპეციალიზირებულია წვის ტექნოლოგიებში, ეს არის მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი სანთებლების საიმედოობით, ტექნიკოსების კომპეტენციითა, გათბობისა და მრეწველობისთვის განკუთვნილი ფართო სპექტრის პროდუქციით.

Teco a.s. არის ჩეხეური ლიდერი კოპმანია სამრეწველო ავტომატიზაციის სისტემების და ინტელექტუალური შენობების სისტემების განვითარებაში. კომპანია Airmax კი მისი დისტრიბუტორია საქართველოში.

Midea Group წარმოადგენს სამომხმარებლო ტექნიკის წამყვანი ტექნოლოგიების ჯგუფს, HVAC სისტემების, რობოტებისა და ჭკვიანი ჯაჭვის მიწოდების (ლოჯისტიკის) სისტემებში. Midea Group გთავაზობთ დივერსიფიცირებულ პროდუქტებს, რომელიც მოიცავს: როგორც სამომხმარებლო ტექნიკას, ასევე ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებს.

Wavin არის Mexichem-ის ჯგუფის წევრი. ის უპირობო ლიდერია პლასტმასის მილების წარმოებაში საცხოვრებელი, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტებისთვის.

Cvsair დაარსდა 2008 წელს. კომპანია მუშაობს ჰარმონიულად ბიზნეს პარტნიორებთან სავენტილაციო სისტემებზე, როგორც მწარმოებელი. Cvsair- მა თავისი პროფესიონალური გუნდის დახმარებით მალევე მოახერხა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიად გადაქცევა.
როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორი კონდიცირების სისტემებში და ენერგოეფექტურობის საკითხებში, Cvsair დაუღალავად მუშაობს მომხმარებლებში კმაყოფილების დონის ასამაღლებლად, რომელიც ემყარება მაღალი ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასში წარმოებას.

Juniper - ბრენდი, რომელიც არსებობს ქსელის ტექნოლოგიაში ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად. კომპანია სიმარტივეს ანიჭებს ქსელში პროდუქტებს, გადაწყვეტილებებსა და მომსახურებებს, რომლებიც აკავშირებს სამყაროს.

Cisco-ს ტექნოლოგია ხსნის, ქმნის, შთააგონებს, ასაზრდოებს და უზრუნველყოფს თქვენი შესაძლებლობების ხიდის მშენებლობას.

Xylem არის წამყვანი კომპანია წყლის ტექნოლოგიებში, რომელიც ემსახურება "წყლის გადაჭრას" ინოვაციური და ჭკვიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნით მსოფლიოში.
მუდმივად მზარდი გამოწვევების სამყაროში, Xylem გთავაზობთ წყლის ტექნოლოგიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს წყლის მთელი ციკლის განმავლობაში.

IDIS არის გლობალური უსაფრთხოების კომპანია, რომელიც აყალიბებს, ავითარებს, აწარმოებს და აწვდის სათვალთვალო გადაწყვეტილებებს.

Hikvision არის ინოვაციური უსაფრთხოების პროდუქტებისა და სისტემების წამყვანი გლობალური მიმწოდებელი. 2001 წელს დაარსებული კომპანია მცირე ორგანიზაციიდან და 28 თანამშრომელით გადაიქცა გლობალურ კორპორაციად, დღეს ის წარმოდგენილია 34000-ზე მეტი თანამშრომლით და 16,000 R&D ინჟინრით. ძლიერი განვითარების გუნდისა და უწყვეტი ინოვაციის წყალობით, კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში წამყვან პოზიციას იკავებს ვიდეოთვალთვალისა და უსაფრთხოების ბაზარზე.

Draka არის Prysmian Group - ის ერთერთი ბრენდი, რომელიც ლიდერია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციო კაბელების და სისტემების ინდუსტრიაში. მისი გაყიდვები ჯერ კიდევ 2013 წელს 7 მილიარდ ევროს შეადგენდა, 50 ქვეყნის და 91 ქარხნის 19,000-ზე მეტი თანამშრომელით.
Draka გთავაზობთ პროდუქციის, მომსახურების, ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუს ყველაზე ფართო სპექტრს.

Climaveneta ცენტრალურ სისტემებში კლიმატის კონტროლის და ტექნოლოგიური გაგრილების წამყვანი ბრენდია 45 წლიანი გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციასა და მომსახურეობას მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროექტებში.
Climaveneta უზრუნველყოფს მაღალხარისხიან ენერგოეფექტურ გათბობას და კონდიცირებას, რომელიც აუნჯობესებს შენობის რენტაბელურობას და ხელს უშლის CO2 დონის ზრდას.

Mitsubishi Electric 1921 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან ტექნიკური განვითარებისა და ინოვაციის სათავეში მოექცა. დღესდღეობით Mitsubishi Electric Hydronics & IT Cooling Systems S.p.A პროდუქციას სამ კონტინენტზე აწარმოებს და ჰყავს შვილობილი კომპანიები მთელს მსოფლიოში. პარტნიორული თანამშრომლობა აქვს წამყვან სადისტრიბუციო და მომსახურების კომპანიებთან, განსაკუთრებულთ ევროპაში, ჩინეთსა და ინდოეთში.
თავიანთი ნოვატორული გამოგონებებით და იდეებით შეცვალეს ბიზნეს სფეროები მთელს მსოფლიოში და დღემდე აგრძელებენ წარმატებით მოღვაწეობას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი.

RC Group აქვს 50 წლიანი გამოცდილება IT-ის გამაგრილებელი სისტემების ინდუსტრიაში და ის ფართოდ აღიარებულია როგორც ლიდერი კომპანია.
RC Group უზრუნველყოფს პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რომელიც აერთიანებს საუკეთესო ტექნოლოგიებს, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციებს.

VTS განაგებს სავაჭრო სტრუქტურას, 20-ზე მეტ ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში.
VTS- ის სავენტილაციო დანადგარები და გათბობის მოწყობილობები მთელ მსოფლიოში 100000-ზე მეტ შენობაში მუშაობს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომფორტულ ტემპერატურულ პირობებს სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, სამრეწველო თუ საზოგადოებრივ ობიექტებში ყოველდღიურად.